ამერიკული კომპანია Alliance Laundry Systems, რომელიც წარმოადგენს სამრეცხაო დანადგარების უმსხვილეს სერიულ მწარმოებელს მსოფლიოში და მისმა ევროპულმა ფილიალმა Alliance International bvba ბელგიაში, საქართველოში ოპერირება დაიწყო 2012 წელს.
კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეფექტურობით, ეკონომიურობით და მომსახუ- რების მაღალი შესაძლებლობებით.
კომპანიას გააჩნია კორპორატიულიპარტნიორები (Hilton, Accor და ა.შ.) მთელი მსოფლიო მასშტაბით და ოფიციალური დისტრიბუტორების ფართო ქსელი ყველა რეგიონში.

კომპანია GeoMac-მა, 2013 წელს მიიღო სერტიფიკათი, როგორც Alliance International ოფიციალურმა დისტრიბუტორმა სამხრეთ კავკასიაში, UniMac სრული კოპლექტის (სარეცხი, საშრობი, საუთოო დანადგარების) გაყიდვა-მომსახურების შესახებ. ჩვენი მოღვაწეობის სფეროა Alliance Laundry Systems ერთ-ერთი ბრენდის, UniMac-ს დანადგარების მიწოდება, ინსტალაცია და შემდგომი მომსახურება დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის, როგო- რიცაა სასტუმროები, ტურისტული კომპლექსები, საავადმყოფოები, სპა-სალონები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები, სპორტული კლუბები, გადამამუშავებელი და კვების საწარმოები, კერძო/მინი სამრეცხაოები.

ჩვენი ინტერესის სფეროშია სამთავრობო დაწესებულებები: თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პენიტენციალური სისტემა, რკინიგზა, სახელმწიფო შესყიდვების სამსახური და ა.შ.

GeoMac სერვისში ასევე გათვალისწინებულია სამრეცხაოების სრული პროექტირება, ინფრასტრუქტუ- ლი (დენი, გაზი, ვენტილაცია, კანალიზაცია) ნახაზების მიწოდება. სურვილის შემთვევაში 1კგ. სარეცხის სრული მომსახურების თვითღირებულების გათვლა ენერგომატარებლებზე არსებული ტარიფების და მომუშავე პერსონალის ანაზღაურების გათვალისწინებით.

GeoMac-ი შემდგარი კონტრაქტის შედეგად ჩაატარებს არა მარტო დანადგარების ინსტალაციას და მონტაჟს, ტესტირებას, დანადგარების გაშვებას, არამედ რეცხვა-შრობის ქარხნული პროგრაბის კორექ- ტირებას და მომსახურე პერსონალის ტრენინგს. ასევე გარანტიულ და პოსტ-გარანტიულ, პერიოდულ მომსახურებას.

ამ პერიოდის განმავლობაში GeoMac_მა განახორციელა რამოდენიმე პროექტი მთელ საქართველოში რომელიც შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ნახოთ პროექტების გვერდზე, ხოლო აქ მოკლედ ჩამოვთვლით : ს.კ. „დინამო“ თბილისის მთავარი ბაზა, „დინამო"-ს აკადემია, ფიტნეს კლუბი „71“, ლ-ჯგუფი (ემსახურება ყველა 5* სასტუმროს თბილისში), სასტუმრო „კაბადონი“ სიღნაღში, ორი კერძო სამრეცხაო ბათუმში, საქველმოქმედო პროექტი ინვალიდთა სახლში „გრემის თემი“.

GeoMac-ს გააჩნია გამოცდილება, მენეჯერთა და ტექნიკური პერსონალის პროფესიული გუნდი თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.