სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურება

კომპანია „ჯეომაკი“, როგორც UniMac_ის ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში გთავაზობთ სათადარიგო ნაწილებზე და ტექნიკურ მომსახურეობაზე შემდეგ პირობებს:

შედარებით მცირე კილოგრამაჟის სარეცხ და საშრობ დანადგარებზე (30 კგ-მდე), 2 წლიან გარანტიას სათადარიგო ნაწილებზე და დიდი ზომის (30 კგ-ის ზევით) სარეცხ და საშრობ დანადგარებზე 1 წლიან გარანტიას სათადარიგო ნაწილებზე.

ყველა ტიპის საუთოო დანადგარებზე ვრცელდება 1 წლიანი გარანტია ასევე სათადარიგო ნაწილებზე.

კომპანია არ მოითხოვს დაზიანებული ნაწილების წინასწარ (გამოცვლა-შეკეთებამდე) ინსპექტირებას მწარმოებელ ქარხანაში. მათი შეცვლა მოხდება კომპანიის ტექნიკური პერსონალის დასტურით და თანდასწრებით. აუცილებელი პირობაა დაზიანებული სათადარიგო ნაწილები, შეცვლის შემდეგ, მომხმარებლის მიერ, გადაიგზავნოს მწარმოებელ ქარხანაში, დაზიანების მიზეზის დასადგენად.

დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტიკის ვადა ჩვენი მხრიდან შემოიფარგლება 48 სთ-ით ქ.თბილისში და 72 სთ-ით საქართველოს სხვა ქალაქებში. დაზიანების აღმოფხვრის (სათადარიგო ნაწილის რემონტის ან შეცვლის) ვადა განისაზღვრება სათადარიგო ნაწილის და მისი დაზიანების ხარისხით. სათადარიგო ნაწილების გამოგზავნა ხდება ექსპრეს ფოსტის საშუალებით.

აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოდ, რომ უფასო საგარანტიო მომსახურება ვრცელდება მხოლოდ სათადარიგო ნაწილებზე ზემოთ აღნიშნული ვადის განმავლობაში. ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება მომხმარებლის პრეროგატივაა. პროგნოზირებადი (შედარებით ხშირი) რემონტის ან სათადარიგო ნაწილის შეცვლის შემთხვევაში, ფიქსირებული ტარიფით, ყველა სახის სხვა სარემონტო, პროგრამების შეცვლის პროცედურების ღირებულება განისაზვრება ყოველ ცალკეულ შმეთხვევაში და მისი გადახდა ასევე მომხმარებლის ვალდებულებაა.

რაც შეეხება სამრეცხაოს პროექტირებას, დანადგარების ინსტალაცია-მონტაჟს, ტესტირებას, ექსპლუატაციაში გაშვებას და მომსახურე პერსონალის ტრენინგს, ყველა ეს სერვისი „ჯეომაკი“-ს ვალდებულებაა და მომხმარებელისთვის უფასოა.

ამ ურთიერთობების მკაფიოდ განსაზღვრისათვის სასურველია კომერციული კონტრაქტის გარდა, გაფორმებული იქნას ხელშეკრულება ტექნიკური მომსახურების შესახებ, „ჯეომაკ“-სა და საბოლოო მომხმარებელს შორის.